HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

29.04.2010 სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლებს სერტიფიკატები გადაეცათ


იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის  პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელმა ეკა საბაძემ სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლებს სერტიფიკატები გადასცეს.

სამეწარმეო რეესტრის  ელექტრონული პროგრამის მომხმარებლის სერტიფიკატი  წარმოადგენს საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებლის სტატუსის მიღების საფუძველს. ავტორიზაციის შედეგად სერტიფიცირებულ პირებს  ენიჭებათ ინდივიდუალური უფლება ინტერნეტით მიიღონ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ ქალაქებსა და რაიონებში დისტანციურად მოახდინონ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაცია.

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის სერიფიცირებული მომხმარებლების  შესახებ მონაცემები განთავსდება როგორც პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს  (www.certification.org.ge), ასევე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე (www.reestri.gov.ge),  რაც მომხმარებელს გაუადვილებს სერტიფიცირებული პირების მოძებნას  და  კვალიფიციური მომსახურების მიმწოდებლის შერჩევას.