HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

15.01.2009 იძულებით გადაადგილებულ პირებს მიწა უსასყიდლოდ გადაეცემათ


იძულებით გადაადგილებულ პირებს კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

2008 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები და დამატებები შეიტანა საქართველოს კანონში “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ”. ამ ცვლილებების საფუძველზე იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც სახელმწიფომ გამოუყო საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ეს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ.

კანონის მიხედვით “უსახლკაროდ დარჩენლ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ენიჭებათ “საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის და “საომარი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან/და სხვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით.

პირდაპირი უსასყიდლო ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომლებსაც სახელმწიფომ გადასცა სამოსახლო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკური განვითარებს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც შეადგენს სპეციალურ ოქმს. ეს ოქმი წარდგენილი უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელიც ამ ოქმის საფუძველზე განახორციელებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე.