HomeMap
APLR
 
English version

სამუშაო გეგმა

treningis prograმა:

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე.

თითოეული ჯგუფის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 10 მონაწილე

პირველი დღის ხანგრძლივობა:   10.00 - 14.00
მეორე დღის ხანგრძლივობა:  10.00 - 14.00

ტრენინგის დაწყებამდე მსმენლებს დაურიგდებათ ტრენინგის მიმდინარე დღის სამუშაო გეგმა, აგრეთვე მასალა, რომელიც შემდგომ წაეკითხებათ.

პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს მსმენელები ზოგადად გაეცნობიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო პროგრამის მუშაობის წესსა და საფუძვლებს (გარე ავტორიზებული მომხმარებლის საკითხებს), ასევე მოხდება პროგრამის პრაქტიკული სწავლება (სავარჯიშო სარეგისტრაციო პროგრამის გამოყენებით).

 ტრენინგის პირველი დღის სამუშაო გეგმა::
- მსმენელებს განემარტებათ პროგრამის არსი და დანიშნულება;
- პროგრამის სამუშაო ვერსიის მეშვეობით განხორციელდება პრაქტიკული სწავლება მსმენელების უშუალო მონაწილეობით.

მსმენელებს დაურიგდებათ გარე ავტორიზებული მომხმარებლის სახელმძღვანელო.

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს მსმენელები ხელმეორედ მოისმენენ პროგრამის ძირითად სამუშაო პრინციპებს. ძირითადი დრო დაეთმობა პროგრამის პრაქტიკულ სწავლებას და უშუალოდ პროგრამაში მუშაობას (სავარჯიშო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გამოყენებით).

ტრენინგის მეორე დღის სამუშაო გეგმა:
- მსმენელებს ხელმეორედ განემარტებათ პროგრამის არსი და დანიშნულება;
- პროგრამის სამუშაო ვერსიის მეშვეობით განხორციელდება პრაქტიკული სწავლება მსმენელების უშუალო მონაწილეობით.