HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

03.08.2012 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სახელწოდება შეიცვალა


2012  წლის 3 აგვისტოს  გაიმართა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის სახელწოდების ცვლილების შესახებ.

რადგანაც  ასოციაციის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში ფოკუსირებულია არა მხოლოდ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე, არამედ მიწისა და უძრავი ქონების სფეროს განვითარების ხელშეწყობაზე, მათ შორის, უძრავი ქონების სფეროში მომუშავე პროფესიონალების განვითარებაზე, მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაზე და  ორგანიზაციის სახელწოდება ზუსტად აღარ ასახავს მისი საქმიანობის შინაარსს,  მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას შეეცვლა დასახელება და ეწოდა მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია.

საერთო კრებამ ასევე ცვლილებები და დამატებები  შეიტანა ორგანიზაციის მოქმედ წესდებაში და აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები.

სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეული იქნენ:

1. გიორგი ქანანაშვილი  (თავმჯდომარე).
2. ვაჟა ჩოფიკაშვილი.
3. კახაბერ ლაშხი.