HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

15.06.2012 ქართველი შემფასებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ბიზნესის, მოძრავი ქონების,მანქანა-დანადგარების და არამატერიალური აქტივების შეფასებაში


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მოწვევით 2012 წლის ივნისში თბილისში იმყოფებოდა ინგლისის შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი და ამავე ორგანიზაციის ტრენერი, რუმინული საშემფასებლო და საკონსულტაციო კომპანიის  CMF Consulting S.A. ხელმძღვანელი ჯორჯ ბადესკუ. ვიზიტის მიზანი იყო ქართველი შემფასებლებისთვის ტრენინგის ჩატარება ბიზნესის, მოძრავი ქონებისა და მანქანა-დანადგარების,  არამატერიალური აქტივების შეფასებაში, ასევე შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი ვერსიის გაცნობა და ზოგადად შეფასებაში არსებული ევროპული გამოცდილების გაზიარება ქართველი შემფასებლებისთვის.

ტრენინგში მონაწილეობდნენ  მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის  ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის  ორგანოს მიერ უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების სფეროებში სერტიფიცირებული პირები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან, მათ შორის: ქართული საშემფასებლო კომპანიის,  „ბეიკერტილი ჯორჯიას“, „ბიდიოს“ „იუბისი ინტერნეშენელის“,  საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის“ „პრაისვოთერჰაუზ კუპერსის“, საქართველოს უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანიის, შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო გეგმავს აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას და ბიზნესის შეფასების პროგრამის დანერგვას. აღნიშნული ტრენინგის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი  ამ სფეროში ქართველი ექსპერტების მომზადება იყო.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო უახლოეს მომავალში კვლავ  გააგრძელებს უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობას და უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების სფეროში მომუშავე პროფესიონალებს  საინტერესო პროექტებს შესთავაზებს.