HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

02.12.2011 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანომ ხელახალი აკრედიტაცია გაიარა


2011 წლის 28 ნოემბერს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა  ხელახალი აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროებია:

1. უძრავი ქონების ამზომველების/ამგეგმავების სერტიფიცირება.
2.  უძრავი ქონების შემფასებლების სერტიფიცირება.
3. მოძრავი ქონების შემფასებლების სერტიფიცირება.
4. საჯარო რეესტრის უფლებთა რეგისტრაციის  ელექტრონული პროგრამის მომხმარებლების სერტიფიცირება.
5. საჯარო რეესტრის მოძრავი ქონების გირავნობის/ლიზინგის რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლების სერტიფიცირება
6.  სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული  პროგრამის მომხმარებლების სერტიფიცირება

პროფესიული
სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო  სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 -ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ”  მოთხოვნების შესაბამისად.  

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო  ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც აკრედიტებულია  პერსონალის სერტიფიცირების სფეროში.