HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

18.07.2011 მოძრავი ქონების შეფასების პროგრამა შემოსავლების სამსახურის და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა გაიარეს


2011 წლის 4-14 ივლისს ქალაქ ბათუმში შემოსავლების სამსახურის და სასამართლო  ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროს ბათუმის, ფოთის და ქუთაისის რეგიონული სამსახურების 35 თანამშრომელს მიწის მესაკუთრეთა უუფლებების დაცვის ასოციაციამ ჩაუტარა პროფესიული მომზადების კურსი მოძრავი ქონების შეფასებაში. პროფესიული მომზადების პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოძრავი ქონების შეფასების იურიდიული ასპექტები და მეთოდოლოგიური საფუძვლები, ცვეთის გაანგარიშება მოძრავი ქონების შეფასების პროცესში, მოძრავი ქონების შეფასების ძირითადი მეთოდები და ხერხები, შეფასების პროცესი და შეფასების ანგარიში.

მაქსიმალურად ინტერაქტიური ტრენინგები უზრუნველყოფდა მონაწილეების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას. სასწავლო პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შედგებოდა თეორიული მასალისგან, პრაქტიკული სავარჯოშოებისა და სიტუაციური დავალებებისგან. სემინარების ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული იყო პრეზენტაციები.

მონაწილეებს დაურიგდათ მოძრავი ქონების შეფასების კურსის შესაბამისი სრული თეორიული მასალა, ასევე მიეწოდათ საპრეზენტაციო მასალების, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების და მოძრავი ქონების შეფასების ანგარიშის ნიმუშის ელექტრონული ვერსიები. ამასთანავე, პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეებს ურიგდებოდათ თემის შესაბამის ტესტები, რომლის მიზანიც იყო ლექტორის მიერ მიწოდებული მასალის ათვისების ხარისხის განსაზღვრა.

ტრენინგის მონაწილეები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას, მიიღებენ პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემულ მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატს.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2008  “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით.