HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

23.07.2010 ირაკლი სონგულია არჩეულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორად


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ, რომელიც გაიმართა 23 ივლისს, ქ. თბილისში, სასტუმრო "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში , ასოციაციის დირექტორად ირაკლი სონგულია აირჩია. 

რიგგარეშე საერთო კრება მოწვეული იქნა ასოციაციის ახალი დირექტორის არჩევის მიზნით. ყოფილი დირექტორი დავით გიორგაძე გადადგა საკუთარი განცხადების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ასოციაციის 136  წევრიდან საერთო კრებას ესწრებოდა 107 წევრი.

ასოციაციის წესდების მიხედვით ახლად არჩეული დირექტორი უფლებამოსილია არჩევის მომენტიდან და მისი უფებამოსილება გრძელდება 4 (ოთხი) წლის განმავლობაში.

ირაკლი სონგულია ასოციაციაში მუშაობს 2001 წლიდან; იყო ასოციაციის დირექტორის მოადგილე; ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტის მენეჯერი, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდებოდა მიწის რეგისტრაციის ხელშემწყობი სამუშაოები სამშენებლო დერეფანში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადება, ათასობით მიწის მესაკუთრესთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპენსაციების გაცემა.

მისი ხელმძღვანელობით მომზადდა განსახლების ჩარჩო თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტისთვის და გადაეცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და “საქართველოს რკინიგზას”.

ირაკლი სონგულია არის ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო დერეფანში მიწის ნაკვვეთების გამოსყიდვის ხელშეწყობის პროექტის მენეჯერი და კოორდინირებას უწევს რკინიგზის ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაციასა და მონაცემთა ბაზის შექმნას, მიწის შესყიდვის და მოსავლის კომპენსაციის სახელმძღვანელოს მომზადებას.

ირაკლი სონგულია ასევე ხელმძღვანელობს სხვადასხვა მსხვილ- და მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია განსახლების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაზე, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვაზე და სხვა.