HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

21.04.2010 შეიქმნა სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა სერტიფიცირების პროგრამის ვებ-გვერდი


ამოქმედდა  სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული  პროგრამის მომხმარებელთა სერტიფიკაციის პროგრამის ვებ-გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია საიტიდან http://certification.org.ge   ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სფეროში პროფესიული სერტიფიცირების წესებსა და პროცედურებს, საგამოცდო პროგრამებს და ტესტების ნიმუშებს, ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრის ვებ-პროგრამის  სერტიფიცირებული მომხმარებლების  შესახებ.

 

სამეწარმეო რეესტრის  ელექტრონული პროგრამის მომხმარებლის სერტიფიკატი  წარმოადგენს საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებლის სტატუსის მიღების საფუძველს. ავტორიზაციის შედეგად სერტიფიცირებულ პირებს  ენიჭებათ ინდივიდუალური უფლება ინტერნეტით მიიღონ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ ქალაქებსა და რაიონებში დისტანციურად მოახდინონ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაცია.