HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

02.10.2009 საქართველოში უძრავი ქონების შემფასებლების VIII საერთაშორისო კონგრესი გაიმართა


2009 წლის 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტთან, თბილისის მერიასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად უმასპინძლა უძრავი ქონების შემფასებელთა VIII საერთაშორისო კონგრესს.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს, ბელორუსიის, უკრაინის, მოლდოვას, რუსეთის, აზერბაიჯანის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების შემფასებლები და  საბანკო-საფინანსო,  აუდიტორული, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიების წარმომადგენლები.

ორდღიან კონგრესზე განხილული იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები: უძრავი ქონების ბაზარი; შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები კრიზისის დროს და შეფასების სექტორის განვითარება; შეფასების თვითრეგულირებადი ინსტიტუტები.

კონგრესს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ  ზურაბ ალავიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ, საქართველოს პრემიერ -მინისტრის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ. 

კონგრესმა განიხილა უძრავი ქონების შეფასების სფეროში არსებული მოწინავე  სტანდარტები. კონგრესისი მიზანი იყო  ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს-წრეებს  შორის ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოში უძრავი ქონების შეფასების ბაზრის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება  და შეფასების აღიარებული სტანდარტების დაამკვიდრება,  რომლებიც გამოიყენება მსოფლიო კაპიტალურ ბაზარზე მარეგულირებლებისა და ბაზრის სხვა მონაწილე მხარეების მიერ.