HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

05.04.2009 სახელმწიფო მარაბდა-ყარსის რკინიგზის დერეფანში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეისყიდის


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია განახორციელებს მარაბდა-ყარსის რკინიგზის დერეფანში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაციას, მესაკუთრეებთან მოლაპარაკებას და უზრუნველყოფს ამ ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ შესყიდვას. აღნიშნული სამუშაოები შესრულდება ასოციაციასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია შეისწავლის რკინიგზის ზოლში არსებულ მიწის ნაკვეთებს, კერძო მესაკუთრეებს მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების, მიწის შესყიდვის პროცესში მათი უფლებების, მიწის შეძენის და კომპენსაციების გაცემის პროცესის შესახებ და აწარმოებს მათთან მოლაპარაკებებს მიწის გამოსყიდვის თაობაზე; შემუშავებს მიწის ფასის განსაზღვრის, მიწაზე მოსავლიანობის დადგენის და ამ მოსავლის კომპენსირების, შენობა-ნაგებობების და სხვა უძრავი ქონების შეფასების, არაპირდაპირი ზიანის ოდენობის დადგენის, კომპენსაციის გაცემის, მშენებლობასთან დაკავშირებული საჩივრების მონიტორინგის მეთოდებსა და პროცედურებს; ასევე უზრუნველყოფს შესყიდულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მარაბდა-ყარსის რკინიგზის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესში უძრავი ქონების კერძო მესაკუთრეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.