HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

27.01.2009 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია დსთ-ის შემფასებელთა ასოციაციების საბჭოში გაწევრიანდა


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქოში გამართულ დსთ-ის შემფასებელთა VII საერთაშორისო კონგრესში  – “შემფასებელთა საქმიანობის და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პოტენციალი აზერბაიჯანის ეკონომიკის მოდერნიზაციის მაგალითზე”.

კონგრესის მუშაობაში, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობდნენ დსთ-ს წამყვანი საშემფასებლო ორგანიზაციების, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის და აშშ-ის წარმომადგენლები.

კონგრესის მსვლელობისას მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია გაწევრიანდა დსთ-ის შემფასებელთა ასოციაციების საბჭოში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში უძრავი ქონების შეფასების სფეროს განვითარებას და საქართველოს საქმიან წრეებს დაეხმარება საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებაში.

2009 წლის ოქტომბერში იგეგმება შემფასებელთა მე-8 საერთაშორისო კონგრესის თბილისში ჩატარება.  კონგრესის თემა იქნება “უძრავი ქონების შეფასების ბაზრის განვითარება საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება”. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, ევროპის და პოსტ-სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლები.

უძრავი ქონების შემფასებელთა საერთაშორისო კონგრესის საქართველოში ჩატარება უზრუნველყოფს შეფასების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დამკვიდრებას, ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას.