HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

09.10.2008 APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად


7 ოქტომბერს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროა პერსონალის სერტიფიცირება, რომლებიც ახორციელებენ უძრავი ქონების აზომვას/აგეგმვას და უძრავი ქონების შეფასებას, ასევე - საჯარო რეესტრის უფლებთა რეგისტრაციის  ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა სერტიფიცირება.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2008 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია პერსონალის სერტიფიცირების სფეროში.