HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

27.09.2007 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ვებ-გვერდი 2007 წლის ეროვნული ინტერნეტ-კონკურსის გამარჯვებულია


ვებ-საიტმა www.aplr.org  გაიმარჯვა 2007 წლის ეროვნული ინტერნეტ-კონკურსის ნომინაციაში - "სახელმწიფო, არასამთავრობო და რეგიონული რესურსები". კონკურსი ორგანიზებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის (ITDC), გაზეთ “ნავიგატორის” და კომპანია “მაგთის” მიერ.

კონკურსში, რომელშიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შექმნილი 1500-ზე მეტი ქართული ვებ-საიტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები 7-კაციანი პროფესიონალი ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდა. შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო ვებ-გვერდების მხატვრული სახე, შინაარსი და მისი შესაბამისობა საიტის მიზნებთან, საზოგადოებისათვის რესურსის მნიშვნელობა, ნავიგაციის სიმარტივე, სტილისტური ერთსახეობა, მოხმარების ინტენსიურობა, პროგრამირებისას გამოყენებული ტექნოლოგიები და სხვა.

ნომინაციაში  - "სახელმწიფო, არასამთავრობო და რეგიონალური რესურსები" მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციის საიტი - www.tushetipa.ge, მესამე ადგილზე - ბათუმის მერიის საიტი - www.batumi.ge 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებშიც: საუკეთესო საინფორმაციო რესურსები, საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსები, კორპორატიული რესურსები, საბავშვო რესურსები, ელექტრონული სერვისები და კომერცია, გასართობი რესურსები.

საპრიზო ადგილების გარდა, კონკურსში დარეგისტრირებული 1500-ზე მეტი საიტიდან ნომინაციების მიხედვით პირველ ათეულში შესული ვებ-გვერდებიც გამოვლინდა. გამარჯვებულ საიტებს შესაბამისი დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცათ.