HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

12.06.2007 იტალიური კომპანია Ferrero ასოციაციის დახმარებით იძენს მიწას თხილის პლანტაციებისათვის



მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სამართლებრივი და ტექნიკური დახმარების შედეგად, იტალიურმა კომპანია Ferrero-მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა შეისყიდა სამეგრელოში. მიწის მესაკუთრეა Ferrero-ს ადგილობრივი ფილიალი, შპს “აგრიჯორჯია”.

Ferrero-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია ასევე განახორციელებს შესყიდული მიწის ტოპოგრაფიულ აგეგმვას, რომელზედაც Ferrero გააშენებს თხილის პლანტაციებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული თანამედროვე სატანდარტების შესაბამისად.

კერძო კომპანია Ferrero, რომელიც მსოფლიოში ცნობილი საკონდიტრო ბრენდების (Nutella, Raffaello, Kinder  Chocolate) მწარმოებელია,  მიმდინარე წელს გეგმავს საქართველოში 6 მილიონი ევროს ინვესტირებას და შესყიდულ მიწაზე თხილის პლანტაციების გაშენებას, რის შედეგადაც გაიზრდება საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.