HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

31.05.2007 მარნეულის იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი საქმიანობას აფართოებს


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მარნეულის იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი მიმდინარე წლის 1 მაისიდან ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო კომპანიებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებთან ერთად სატიტულო მომსახურებას, სასამართლოში უფლებების დაცვას და სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან სადავო და პრობლემატური საკითხების კოორდინაციას და სამართლებრივ მხარდაჭერასაც სთავაზობს.  

31 მაისს მარნეულის გამგეობის შენობაში გაიმართა იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის ახალი მომსახურებების პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების და მოსახლეობის, ბანკებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მედიაციასთან ერთად, დაინტერესებულ პირებს და კერძო კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, მიწისა და სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეებისა და მოსარგებლეების მოძიება, დადგენა, დოკუმენტაციის მოკვლევა და ანალიზი, მიწასა და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების აღიარება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში; დაინტერესებული პირის სახელით სადავო და პრობლემატური საკითხების კოორდინაცია და იურიდიული მხარდაჭერა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან.

ცენტრის საქმიანობის გაფართოების შედეგად მარნეულის მოსახლეობას და კერძო კომპანიების წარმომადგენელებს საშუალება აქვთ მინიმალური დანახარჯებით მოკლე დროში მოაგვარონ მიწის, ქონების, მემკვიდრეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და მიიღონ კვალიფიციური ადვოკატის მომსახურება.

აღსანიშნავია, მარნეულის იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრისა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ერთი წლის განმავლობაში ცენტრი მოემსახურა 800-მდე ადგილობრივ მცხოვრებს, რომელთაც მიიღეს კვალიფიციური კონსულტაცია და იურიდიული მომსახურება მიწის, ქონების, მემკვიდრეობის, მოქალაქეობის, ადგილობრივ სტრუქტურებთან ურთიერთობისა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.

ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მიიღოს იურიდული კონსულტაცია
ნომერზე 895 22 77 88 (მაგთის აბონენტებისათვის ზარი უფასოა).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი
ქ. მარნეული, რუსთაველის მე-6 შესახვევი #2
ტელ: (8 257) 2 42 23

ცხელი ხაზი: 895 22 77 88

საკონტაქტო პირები:
მუბარის კარაევი – იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი
ნონა ასლანიშვილი – იურისტ-კონსულტანტი
ცისმარ ანდრიაშვილი – იურისტ-კონსულტანტი