HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

29.12.2006 იჯარით გაცემული საძოვრები პრივატიზებას დაექვემდებარება


საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში. ამ ცვლილების საფუძველზე პრივატიზებას დაექვემდებარება იჯარით გაცემული საძოვრები, აგრეთვე ის საძოვრები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე (ვრცლად).

აღნიშნული ცვლილების შედეგად მესაკუთრეებს, რომელთაც სახელმწიფოსაგან შეიძინეს ფერმები, რომლებზედაც მიმაგრებული იყო ამ ფერმების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საძოვრები, საშუალება ეძლევათ გახდნენ მათ მიერ შეძენილი ქონების სრულფასოვანი მფლობელები.