HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

05.04.2007 აჭარაში სახელმწიფოს კუთვნილი შენობების აზომვითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შეასრულებს აჭარაში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგბობების აზომვით სამუშაოებს და დაადგენს და დააზუსტებს ამ შენობებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების საზღვრებს.
ასოციაცია აზომვით სამუშაოებს განახორციელებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მცირე საწარმო და სამრეწველო ობიექტებზე, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ტერიტორიებზე მდებარე სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობზე და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.
აზომვითი ნახაზები შესრულდება საპროექტო ნახაზების შედგენის არსებული პარამეტრების შესამისად; დამკვეთისათვის მომზადდება ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც შეტანილი იქნება შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული ინფორმაცია.
შენობა-ნაგებობების გეგმები მომზადდება ტექნიკური პასპორტის სახით, რომელიც მოიცავს ტოპო- და სიტუაციურ გეგმებს მიმდებარე შენობებისა და ტერიტორიების ჩვენებით. მოთხოვნის შემთხვევაში თითოულ ტექნიკურ პასპორტს დაერთვება განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მესაკუთრის შესახებ, შენობის კონსტრუქციული ნაწილების დახასიათებას მათი სახეობების მითითებით, ინფორმაციას ექსპლიკაციების, შენობის პარამეტრების, სათავსოების ფართობისა და მოცულობის შესახებ.
კონტრაქტი, რომლის საფუძველზედაც განხოციელდება აღნიშნული სამუშაოები, ასოციაციამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვების შედეგად მიიღო, რომელშიც 9 ორგანიზაცია მონაწილეობდა.
კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს, 2007 წლის 31 დეკემბრისათვის უნდა დასრულდეს.