2011 წლის 28 ნოემბერს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა ხელახალი აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში.
პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროებია:
1. უძრავი ქონების ამზომველების/ამგეგმავების სერტიფიცირება.
2. უძრავი ქონების შემფასებლების სერტიფიცირება.
3. მოძრავი ქონების შემფასებლების სერტიფიცირება.
4. საჯარო რეესტრის უფლებთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლების სერტიფიცირება.
5. საჯარო რეესტრის მოძრავი ქონების გირავნობის/ლიზინგის რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლების სერტიფიცირება.
6. სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლების სერტიფიცირება.
პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 - “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების შესაბამისად.
პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც აკრედიტებულია პერსონალის სერტიფიცირების სფეროში.