HomeMap
APLR
 
English version

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო 2008 წელს შეიქმნა. სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროა პერსონალის სერტიფიცირება, რომლებიც ახორციელებენ უძრავი ქონების აზომვას/აგეგმვას, უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას, ასევე - საჯარო რეესტრის უფლებთა რეგისტრაციის  და სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამების მომხმარებელთა სერტიფიცირება.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით.

პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი
ეკა საბაძე
ტელ.:
2 106 272

პროგრამების კოორდინატორი
ნათია მახარობლიძე
ტელ.: 2 106 272
მობ: 599 219 199