HomeMap
APLR
 
English version

როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა

vis SeuZlia miiRos mSeneblobis nebarTva: მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მისი თანხმობით ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

procedurebi:

nabiji 1a.  საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასაწყებად ან მშენებლობის ნებართვის გასაცემად მიწის მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში.

წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
1. განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2. მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი1.
3. დეტალური აზომვითი ნახაზი.
4. უფლების რეგისტრაციის საფასურის 2 გადახდის დამადასტურებელი ქვითარი3.
5. განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6. თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, დამატებით საჭიროა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

nabiji 1b.  უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება

მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყებისათვის მიწის მესაკუთრე ვალდებულია საჯარო რეესტრიდან მოიპოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

ამონაწერი მისაღებად წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
1. განცხადება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღების თაობაზე.
2. ამონაწერის მომზადების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საკადასტრო გეგმის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
1. განცხადება საკადასტრო გეგმის მიღების თაობაზე.
2. საკადასტრო გეგმის მიღების საფასურის5 გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
საკადასტრო გეგმა.

nabiji 2. მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების წარდგენა და ქალაქმშენებლობის პირობების დადგენის ადმინისტრაციული აქტის მოპოვება (პირველი ეტაპი)

მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად პირმა უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ  სამსახურში, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება ქალაქმშენებლობის პირობების დადგენის თაობაზე.

წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
1. განცხადება.
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, დამატებით საჭიროა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და  საკადასტრო გეგმა.
5. გასანაშენიანებელი ტერიტორიის ფოტოები.
6. გასანაშენიანებელი ტერიტორიის რუკა 6  1:500 ან 1:2000 მასშტაბით .
7. თანამესაკუთრ(ეებ)ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
გადაწყვეტილება ქალაქმშენებლობის პირობების დადგენის თაობაზე.

nabiji 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის წარდგენა და შეთანხმება (მეორე ეტაპი).

ქალაქმშენებლობის პირობების დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 30 დღის ვადაში პირი შეიმუშავებს ნაგებობის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს და წარადგენს შესაბამის არქიტექტურულ სამსახურში.

წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი.
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
3. ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
4. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.


მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
არქიტექტურულ-სამშენელო  პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული აქტი. 

nabiji 4. მშენებლობის ნებართვის გაცემა (მესამე ეტაპი)

არქიტექტურულ-სამშენელო  პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული აქტის მიღებიდან  20 დღის ვადაში პირმა უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურს. 

წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
1. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი.
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
3. მშენებლობის ორგანიზების პროექტი.
4.  ტექნიკური პირობები.
5. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
მშენებლობის ნებართვა  (გაიცემა აღნიშნული დოკუმენტების წარდგენიდან 10 დღის ვადაში).

nabiji 5. მშენებლობის დამთავრება

მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაბამისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურული სამსახური გასცემს ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.

წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
განცხადება მშენებლობის დამთავრების თაობაზე.

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

nabiji 6. ახლად აშენებული ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

მშენებლობის დასრულებისა და ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შემდეგ პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს ახლად აშენებული ნაგებობა.

წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
1. განცხადება.
2. დეტალური აზომვითი ნახაზი.
3. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი.
4. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
5. თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, დამატებით საჭიროა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
6. უფლების რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მისაღები დოკუმენტ(ებ)ი:
 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

_____________________________________________________________________________

1 სოფლად: მიღება-ჩაბარების აქტი ან ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან მფლობელობისა და ნაკვეთის ფართობის შესახებ ან მიწის განაწილების სია,  ან საგადასახადო სია, ან მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი; ქალაქად: ცნობა-დახასიათება, ნასყიდობის ხელშეკრულება.
2 უფლების რეგისტრაციის საფასური შეადგენს 4 სამუშაო დღეში 50 ლარს; ასევე შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურება - განცხადების შეტანის დღეს - 200 ლარი; 1 სამუშაო დღეში - 150 ლარი.
3 ბანკი ამატებს საბანკო მომსახურების საფასურს - 1 ლარს.
4 ამონაწერის მომზადების საფასური 1 სამუშაო დღეში შეადგენს 15 ლარს; ასევე შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურება - ამონაწერის განაცხადის შეტანის დღესვე მიღება, რომლის საფასურიც შეადგენს 50 ლარს.
5  რუკა საკადასტრო გეგმის მომზადების საფასური 1 სამუშაო დღეში შეადგენს  5 ლარს;  ასევე შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურება - განცხადების შეტანის დღეს - 20 ლარი.