|
23.07.2010 ირაკლი სონგულია არჩეულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორადმიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ, რომელიც გაიმართა 23 ივლისს, ქ. თბილისში, სასტუმრო "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში , ასოციაციის დირექტორად ირაკლი სონგულია აირჩია. რიგგარეშე საერთო კრება მოწვეული იქნა ასოციაციის ახალი დირექტორის არჩევის მიზნით. ყოფილი დირექტორი დავით გიორგაძე გადადგა საკუთარი განცხადების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ასოციაციის 136 წევრიდან საერთო კრებას ესწრებოდა 107 წევრი. >>> 08.07.2010 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორის მოვალეობას ირაკლი სონგულია შეასრულებსმიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორი, დავით გიორგაძე მიმდინარე წლის 5 ივლისიდან დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ. ასოციაციის წესდების მიხედვით, დირექტორის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს დირექტორის მოადგილე, სანამ ასოციაციის წევრთა საერთო კრება ახალ დირექტორს აირჩევს.>>> |
|||||||||||||
|
|
||||||||||||||