HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

        


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მაღალმთიანი სოფლების თემებისა და სათემო ორგანიზაციებისათვის  კომპენსაციების გაცემის და ამ კომპენსაციების განაწილების პროცესის ხელშეწყობა

განხორციელების ადგილი: თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი

განხორციელების ვადა: აპრილი, 2004 - სექტემბერი, 2004

დაფინანსების წყარო: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია



პროექტის მოკლე აღწერა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით განხორციელდება ნავთობისა და გაზის ექსპორტი კასპიის ზღვის საბადოებიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე. “BP Exploration Ltd", მილსადენების მშენებლობის ოპერატორი კომპანია, ახორციელებს მიწაზე უფლებების შეძენას სამშენებლო დერეფანში როგორც მილსადენების მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდისათვის, ამიტომ კომპანიას უწევს მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან მჭიდრო ურთიერთობა.

მაღალმთიან სოფლებში, რომლებიც მოქცეულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დერეფანში, მილსადენის კომპანია გასცემს კომპენსაციებს სოფლების საკუთრებაში არსებული საერთო სარგებლობის საძოვრებისათვის. მიწის შესყიდვის ხელშეკრულებების დასადებად მაღალმთიან სოფლებში იქმნება სათემო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ მიწის შესყიდვის ხელშეკრულების მხარეებს. 2004 წლის მარტისათვის კომპენსაცია გასაცემი იყო 35 მაღალმთიანი სოფლისათვის.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან გააფორმა კონტრაქტი საძოვრების შესყიდვის პროცესის ხელშეწყობისა და მაღალმთიან სოფლებში კომპენსაციების განაწილების მონიტორინგის მიზნით.

საძოვრების შეძენის პროცესის ხელშესაწყობად ასოციაცია ატარებს საჯარო შეხვედრებს მაღალმთიან სოფლებში საძოვრების შეძენის პროცედურების განმარტების მიზნით, უზრუნველყოფს კონსულტაციებით სათემო ორგანიზაციებს და ამოწმებს ამ ორგანიზაციების დოკუმენტაციის შესაბამისობას კომპენსაციების მიღების აუცილებელ მოთხოვნებთან; ამზადებს მიწის შესყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციას და რუკებს.

კომპენსაციების სამართლიანი განაწილების უზრუნველსაყოფად ასოციაცია სათემო ორგანიზაციებს აწვდის რჩევებს მიღებული თანხის სოფლის საერთო სარგებლობისათვის გამოყენების შესახებ, ეხმარება მათ “ხარჯვის გეგმების” შედგენაში და უზრუნველყოფს ამ გეგმების სოფლის თითოეული მოსახლის მიერ ხელმოწერით დადასტურებას; აწყობს შეხვედრებს თითოეულ სოფელში კომპენსაციების განაწილების შესახებ მოსახლეობის აზრის შესასწავლად და განიხილავს თითოეულ საჩივარს განაწილების პროცესში არსებულ დარღვევებზე.

პროექტი ხელს უწყობს საკომპენსაციო თანხების სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებას მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შორის.