HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი:  მიმდინარე

სრული დასახელება:  საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების საფუძველზე ტოპოგრაფიული და/ან საკადასტრო რუკების მომზადება სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, შენობების და ხაზოვანი ობიექტებისთვის

განხორციელების ადგილი:  თბილისი; საქართველოს რეგიონები

განხორციელების ვადა:  თებერვალი, 2011  - დეკემბერი, 2012

დამკვეთი:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტიმულირებისთვის, კერძო სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების პრივატიზება კვლავ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების აღრიცხვას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას მათი საპრივატიზებოდ მომზადების მიზნით. პრივატიზებას დაქვემდებარებული ობიექტები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, საწარმოებს და საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს, მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზოვან ობიექტებს და სხვა.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვას, საზღვრების იდენტიფიცირებას და ტოპოგრაფიული და/ან საკადასტრო რუკების მომზადებას, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების აზომვას, ნაგებობების კონტურების და ფართობების დაზუსტებას და შესაბამისი ნახაზების შედგენას.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა მიწისზედა და მიწისქვეშა ხაზოვანი ობიექტების (სარწყავი არხები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, გვირაბები) აზომვა და შესაბამისი რუკების მომზადება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად.   
 
პროექტის განხორციელება ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ობიექტების პრივატიზების დაჩქარებას და შესაბამისად კერძო სექტორის ზრდასა და განვითარებას.