HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების იდენტიფიკაცია, დიგიტალიზაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში

განხორციელების ადგილი: კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონები

განხორციელების ვადა:  ოქტომბერი-ნოემბერი, 2010

დაფინანსების წყარო:  შპს “ალაზანი მ”, შპს “სიონი მ”, შპს “კოლხეთი მ”



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სარწყავი სისტემების მოდერნიზებასა და ეფექტიან ფუნქციონირებაზე. ამ სისტემების რეაბილიტაცია და მათი მართვის თანამედროვე და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

სარწყავი სისტემების ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოს მთავრობამ შექმნა რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარებიან და პასუხისმგებელნი არიან საქართველოს რეგიონებში სარწყავი წყლის მიწოდებასა და სამელიორაციო სისტემების აღდგენაზე. თუმცა, კერძო ინვესტიციების გარეშე ვერ ხერხდება სარწყავი სისტემების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება.

კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით იგეგმება სამელიორაციო სისტემების მმართველი კომპანიების პრივატიზება, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭიროა მათ სარგებლობაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს სამელიორაციო სისტემების საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისთვის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აღნიშნული კომპანიების დაკვეთით ახორციელებს რეგისტრაციის ხელშემწყობ სამუშაოებს. კერძოდ, ასოციაცია უზრუნველყოფს ამ რეგიონებში არსებული მაგისტრალური სარწყავი მილების, არხების და დამხმარე ნაგებობების (დამბები, კაშხლები) ორთოფოტოებზე იდენტიფიკაციას და მონაცემების ადგილებზე გადამოწმებას, მიღებული მონაცემების ორთოფოტოებზე დატანას, შესაბამისი საკადასტრო-აზომვითი ნახაზების და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. შესაბამისი მონაცემთა ბაზა და თანმხლები დოკუმენტაცია გადაეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამელიორაციო სისტემების ხაზოვან ნაგებობებად რეგისტრაციისთვის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სარწყავი სისიტემების რეაბილიტაციის ტემპის დაჩქარებას და მელიორაციის დარგის განვითარებას.