HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება: იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის სამოსახლო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განლაგების სიტუაციური გეგმების მომზადება შიდა ქართლში შერჩეული სოფლების მიმდებარედ

განხორციელების ადგილი: შიდა ქართლი

განხორციელების ვადა: სექტემბერი-ნოემბერი, 2008

დაფინანსების წყარო: საქართველოს მთავრობის კანცელარია 


 
პროექტის მოკლე აღწერა:


2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად წარმოშობილ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიღო შიდა ქართლის ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურად განსახლების გადაწყვეტილება. შიდა ქართლის რამდენიმე სოფლის მიმდებარედ შეირჩა სპეციალური ტერიტორიები, სადაც ხორციელდება დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის საჭირო სამუშაოები.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, ახორციელებს იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებისათვის შერჩეული ტერიტორიების საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად გამიჯვნას რამდენიმე სოფლის - აღაიანის, ბერბუკის, მეტეხის, მოხისის, შავშვების, სკრის, თელიანის, ახალსოფლის, ხურვალეთის და კარალეთის მიმდებარედ; ასევე ამზადებს სამოსახლო და სასოფლო მიწის ნაკვეთებისგან შემდგარი ბლოკების გარე პერიმეტრის მარკირების ამსახველ რუკებს. შესრულებული სამუშაოების შედეგად დამკვეთს გადაეცემა სამოსახლო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განლაგების საპროექტო სიტუაციური გეგმები.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესს და უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას.