HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული საპრივატიზებო გეგმების პროექტების შემადგენელი მიწის ნაკვეთების დეტალური საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება/საპრივატიზებო გეგმების განახლება

განხორციელების ადგილი: კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რეგიონები

განხორციელების ვადა:  მარტი, 2007 – ივლისი, 2010

დაფინანსების წყარო: თერჯოლის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ხონის, ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულის, ცაგერის, ლენტეხის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის, მარტვილის, ხობის, ზუგდიდის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, ახალციხის, ადიგენის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგეობები


პროექტის მოკლე აღწერა: 

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო მიწის ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის დაწყების შემდეგ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ადგილობრივი საკრებულოებისათვის უსასყიდლოდ მოამზადა საპრივატიზებო გეგმები, რომლებზედაც აისახა სახელმწიფო საკუთრების იჯარით გაცემული მიწები და გაუჯარებელი მიწის ნაკვეთები, მათი ადგილმდებარეობა, საზღვრები და დაახლოებითი ფართობი.

საპრივატიზებო გეგმების ადგილობრივი საკრებულოების, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ დღის წესრიგში დადგა თითოეული საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის დეტალური აზომვითი ნახაზის მომზადებისა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საკითხი.

ითვალისწინებენ რა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის საკადასტრო სამუშაოების შესრულების მრავალწლიან გამოცდილებას და მაღალ ხარისხს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აგრძელებენ ასოციაციასთან თანამშრომლობას ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა ფარგლებშიც ასოციაცია ამზადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული საპრივატიზებო გეგმების პროექტების შემადგენელი მიწის ნაკვეთების დეტალურ საკადასტრო გეგმებს.

მიწის ნაკვეთების გეგმების მომზადების გარდა, ზოგიერთ რაიონში ასოციაცია ახორციელებს საპრივატიზებო გეგმების განახლებას და რუკებზე იმ  მიწის ნაკვეთების დატანას, რომლებიც თავდაპირველად არ იყო შეტანილი საპრივატიზებო გეგმაში, ასევე - იმ საიჯარო მიწის ნაკვეთების დატანას, რომლებიც უკვე ექვემდებარება ღია აუქციონის წესით პრივატიზებას.

შესრულებული სამუშაოების შედეგად დამკვეთს გადაეცემა მიწის ნაკვეთების ნაბეჭდი დეტალური აზომვითი ნახაზები და საპრივატიზებო გეგმები,  ასევე მოთხოვნის შემთხვევაში  - მათი ელექტრონული ვერსიებიც.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას და მიწის ბაზრის განვითარებას.