HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

         

 


სტატუსი:დასრულებული

სრული დასახელება: ინტეგრირებული საკადასტრო მონაცემების გადაკვარტლა-გადანომვრის სამუშაოების შესრულება და  საბოლოო მონაცემთა ბაზებისათვის მომზადება საქართველოს 32 რაიონისათვის

განხორციელების ადგილი: საქართველოს 32 რაიონი

განხორციელების ვადა: ნოემბერი, 2005 - ოქტომბერი, 2006

დაფინანსების წყარო: გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტი


პროექტის მოკლე აღწერა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტები ახორციელებდნენ საკადასტრო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, მიწის კადასტრის შექმნისა და საკუთრების უფლებების რეგსიტრაციის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. 1997 წლის შემდეგ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტი საკადასტრო სამუშაოებს ასრულებდა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მაშინ როდესაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიწის კადასტრისა და რეგსიტრაციის პროექტი ახორციელებდა აზომვით სამუშაოებს იჯარით გაცემულ მიწებზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. საკადასტრო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ ორმა პროექტმა მოახდინა მათ ხელთ არსებული საკადასტრო ინფორმაციის ერთიან მონაცემთა ბაზაში ინტეგრირება. რადგანაც საკადასტრო სამუშაოების განხორციელებისას თითოეული პროექტი იყენებდა ნუმერაციის საკუთარ სისტემას, დღის წესრიგში დადგა ამ მონაცემების ნუმერაციის ერთ სისტემაში გაერთიანების საჭიროება.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, როგორც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტის კონტრაქტორი, საქართველოს 32 რაიონში ახორციელებს გადანომვრის სამუშაოებს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით საკადასტრო ინფორმაციის საბოლოო მონაცემთა ბაზაში შესატანად მომზადების მიზნით. გადანომვრის სამუშაოები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლის და სამეგრელოს რეგიონებში. თითოეულ მიწის ნაკვეთს და შენობას ენიჭება უნიკალური კოდი. საკადასტრო ინფორმაციის ყველა ფენა კორექტირდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მზადდება საინფორმაციო ბაზაში შესატანად.

პროექტის განხორციელების შედეგად იქმნება ერთიანი გეომონაცემთა ბაზა, რაც ხელს უწყობს საკადასტრო ინფორმაციისა და მონაცემების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.