HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: გორის რაიონში საკადასტრო სამუშაოების შედეგად მიღებული საკადასტრო მონაცემების საჯარო გამოფენის ხელშემწყობი სამუშაოები

განხორციელების ადგილი: გორის რაიონი

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2001 - დეკემბერი, 2003

დაფინანსების წყარო: გაეროს განვითარების ფონდი


პროექტის მოკლე აღწერა

2001 წლისათვის რამდენიმე  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი ახორციელებს მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის ხელშემწყობ სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, თუმცა, სხვადასხვა კატეგორიის მიწების გარკვეულ ნაწილზე  საკადასტრო სამუშაოები  არ მიმდინარეობს. გორის რაიონი იმ ტერიტორიებს შორისაა, რომლებიც ამ დროისათვის აზომილი და დარეგისტრირებული არ არის.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ მოიგო გაეროს განვითარების ფონდის ტენდერი გორის რაიონში საკადასტრო და სარეგისტრაციო სამუშაოების განხორციელებისათვის. პროექტის საქმიანობა მოიცავს მიწის კადასტრსა და რეგისტრაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ურბანული მიწებისთვის.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ახორციელებს საკადასტრო სამუშაოებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ამზადებს ორთოფოტოებსა და აგროვებს სათანადო ინფორმაციას სისტემური რეგისტრაციისთვის, ქმნის მიწაზე საკუთრების უფლებების მონაცემთა ბაზებს მიწის რეგისტრაციისთვის, ადგენს საკადასტრო და დამატებით რუკებს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება დაახლოებით 135,000 მიწის ნაკვეთის აზომვა და რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მონაცემები დაინტერესებული მიწის მესაკუთრეებისათვის ხელმისაწვდომია საჯარო გამოფენების მეშვეობით, რის შედეგადაც მესაკუთრეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შეცდომების გასწორებაში.  ასოციაცია ასევე აწყობს მიწის მესაკუთრეთათვის მიწის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიებს.

პროექტი ხელს უწყობს საკადასტრო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების სრულყოფას, მიწაზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციას და, ზოგადად, მიწის ბაზრის განვითარებას.